რას ნიშნავს საწვავი “ევრო 5”

October 15, 2023

ევრო 5, იგივე ევრო V, არის ავტომობილის ეკომეგობრული საწვავის ტიპი, რომელიც აბსოლუტურად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. 

“ევრო 5” ტიპის საწვავის დამუშავებისას მიმდინარე პროცესი, რომელსაც ჰიდროდესულფურიზაციას უწოდებენ, ბენზინის შემცველობიდან აქრობს გოგირდს, რაც გამონაბოლქვის მიერ ჰაერის დაბინძურებაში, როგორც წესი, მთავარი კომპონენტია ხოლმე. 

ევრო 5 ასევე ამცირებს აზოტის ოქსიდების გამოყოფას, რაც სუფთა ჰაერის შენარჩუნებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

აქედან გამომდინარე, ევრო 5 ტიპის საწვავის არსებობა ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია როგორც უკეთესი ტრანსპორტირებისთვის, ისე - გარემოს დაცვაზე ზრუნვის მიმართულებით.